ბუტა რობაქიძის საქმეს სააპელაციო სასამართლოში სამი მოსამართლით დაკომპლექტებული კოლეგია განიხილავს
ბუტა რობაქიძის საქმეს სააპელაციო სასამართლოში სამი მოსამართლით დაკომპლექტებული კოლეგია განიხილავს

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულების საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამი მოსამართლით დაკომპლექტებული კოლეგია განიხილავს. ეს მოთხოვნა მხარემ წინა სხდომაზე დააყენა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულებისა და ადვოკატების შუამდგომლობა წინა სხდომაზე დააკმაყოფილა. მოსამართლემ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მოტივი ბრალდებულთათვის სასამართლოს მიმართ სანდოობის გაზრდაა.

სასამართლოს თავიდან მოუწევს მხარეების მოსმენა. დაცვის მხარემ და პროკურატურამ სხდომაზე შუამდგომლობები უნდა დააყენონ, რის შემდეგაც შესავალი სიტყვის წარმოთქმის ეტაპი იქნება.

ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 18 დეკემბერს დამანაშავედ ცნო.