ბურჯანაძის შვიდი ქულა ყოფილ გუნდთან მოგებულ მატჩში
ბურჯანაძის შვიდი ქულა ყოფილ გუნდთან მოგებულ მატჩში

ესპანეთის „ლიგა ენდესა“ გულშემატკივარს შეცვლილი ფორმატით დაუბრუნდა. ფინალურ ფაზაში პირველი გამარჯვება იზეიმა ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“. კუნძულელები ბურჯანაძის ყოფილ გუნდ „ანდორას“ დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით, 104-88 სძლიეს.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 16:36 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 7 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. „გრან კანარიაში“ ყველაზე მეტი 21 ქულა და 10 პასი ომარ კუკმა დააგროვა.

ბურჯანაძის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის დასკვნით გათამაშებაში თითო მოგება-წაგება აქვს. მომდევნო მატჩს „გრან კანარია“ „ბურგოსთან“ 22 ივნისს გამართავს. დღეს კი გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდება, თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „ბარსელონას“ შეხვდება.