ბექა ბურჯანაძე „კორუნიაში“ ბრუნდება #1TVSPORT
ბექა ბურჯანაძე „კორუნიაში“ ბრუნდება #1TVSPORT

ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანეთში განაგრძობს. ინფორმაციას ესპანეთის „ოქროს ლიგის“ წარმომადგენელი „კორუნია“ ავრცელებს. ქართველი მძიმე ფორვარდი სწორედ ამ გუნდში ითამაშებს.

ბექა „კორუნიაში“ 2014-16 წლებში თამაშობდა, გუნდის ლიდერი იყო და 2015-16 წლების სეზონში ლიგის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა. სწორედ ამის შემდეგ გადავიდა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში, სადაც 6 წელში ოთხი კლუბის ღირსებას იცავდა (ბეტისი, გრან კანარია, გიპუსკოა, ანდორა).

გასულ სეზონში ბურჯანაძე იტალიაში გადავიდა და „რეჯო ემილიაში“ თამაშობდა, საშუალოდ 17.5 წუთში 5.9 ქულასა და 3.9 მოხსნას აგროვებდა.

რაც შეეხება საუკეთესო სეზონს, „კორუნიაში“ მის ანგარიშზე საშუალოდ 16.7 ქულა და 6,9 მოხსნა იყო.