ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ ევროთასი საბერძნეთში მოგებით გახსნა
ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ ევროთასი საბერძნეთში მოგებით გახსნა

ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ ესპანეთის ჩემპიონატის შემდეგ ევროთასის გათამაშებაშიც ჩაერთო. კანარის კუნძულელებმა პირველი მატჩი სტუმრად პატრაში, „პრომითეასთან“ გამართეს.

შეხვედრა მასპინძლებმა უკეთესად დაიწყეს და მესამე პერიოდის ბოლომდე ლიდერობდნენ კიდეც, თუმცა გადამწყვეტ მომენტში გამოჩნდა, რომელ გუნდს უფრო მაღალი კლასის კალათბურთელები ჰყავს, „კანარიამ“ შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანა, შეტევაში კი მიზანი გაისწორა და საბოლოოდ 86:75 იმარჯვა.

ქართველმა ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა. იგი მოედანზე მეორე პერიოდის ბოლოს გამოვიდა. მეორე ტაიმში კი მოედანზე აღარ გამოჩენილა. მწვრთნელი ბექას ბოლომდე ენდობა და რომ არა გარკვეული მიზეზი, აუცილებლად ათამაშებდა.

ჯეიკობ ვაილიმ 22 ქულა ჩააგდო და კანარელთა ბომბარდირი გახდა. მან ქულების უმეტესობა მეოთხე პერიოდში მოაგროვა. მისმა ფრანგმა თანაგუნდელმა ენდრიუ ალბისიმ მატჩი 17 ქულითა და 6 პასით დაასრულა. მატჩის ბომბარდირი მასპინძელთა ამერიკელი ლეგიონერი იან მილერი გახდა – 27 ქულა.

პრომითეასის“ გარდა „გრან კანარიასთან“ ჯგუფში არიან:

ტრენტო“ (იტალია), „ოლიმპია“ (სლოვენია), „ბურსასფორი“ (თურქეთი), „ნანტერი“ (საფრანგეთი).