ბურჯანაძის „გრან კანარია“ ევროთასის ტოპ-16-ში ჯგუფის პირველადგილოსნის სტატუსით გავიდა (ვიდეო)
საკალათბურთო ევროთასზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი. 32 გუნდი ოთხ ჯგუფად იყო გაყოფილი, თითომ 10-10 მატჩი გამართა და გაირკვა საუკეთესო თექვსმეტეული, რომელიც ბრძოლას ჩემპიონობისთვის განაგრძობს.
ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ D ჯგუფში იყო, სადაც 8 შეხვედრაში გაიმარჯვა და პირველობა არავის დაუთმო. ბოლო მატჩში კანარელებმა ერთ-ერთ კონკურენტს, იტალიურ „ტრენტოს“ სტუმრად სძლიეს – 67:56.
ბექამ მხოლოდ 5 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულის ჩაგდება მოასწრო.
„გრან კანარიასთან“ ერთად D ჯგუფიდან გავიდნენ „ტრენტო“, სლოვენიის „ცედევიტა“ და ფრანგული „ნანტერი”.