ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ ესპანეთის „ლიგა ენდესას“ 23-ე ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. კუნძულელებმა „ვალენსიას“ უმასპინძლეს და ანგარიშით 87:77 მოიგეს.
ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მოედანზე გატარებულ 11,52 წუთში ბექამ 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 გადაცემა დააგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
„გრან კანარიას“ ესპანეთის ჩემპიონატში 11 მოგება და 11 მარცხი აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 14 მარტს, შინ, გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფესთან“ ჩაატარებს.