ესპანეთის „ლიგა ენდესაში“ მე-13 ტურის შეხვედრა გამართა „დელეკტომ“, რომლის ღირსებას ბექა ბურჯანაძე იცავს.
„ბარსელონამ“ მატჩი 33 ქულით მოიგო, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის აქ სხვა რამ არის საინტერესო. ბურჯანაძე დამარცხებულთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მოედანზე გატარებულ არასრულ 21 წუთში ბექამ 11 ქულა და სამი მოხსნა დააგროვა. ბურჯანაძემ ხუთიდან ერთი ორქულიანი, ათიდან ოთხი საჯარიმო და ხუთიდან სამი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტით ცხრას გაუტოლდა.
„გიპუზკოა“ ძალიან ცუდ სეზონს ატარებს და 13 ტურში სამი გამარჯვებითა და 10 მარცხით ბოლო საფეხურზე იმყოფება. მომდევნო მატჩს კი 29 დეკემბერს, სახლში გიორგი შერმადინის „უნიკახასთან“ გამართავს.