ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა გამართა ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ”. კუნძულელები ბურჯანაძის ყოფილ გუნდ „ანდორას“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე 70-60 დაამარცხეს.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 16:47 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 8 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა.
„გრან კანარიას“ ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატში 20 ქულა დაუგროვდა და მე-11 ადგილზეა. ბურჯანაძის გუნდი პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის.