ბულგარეთში პოლიციამ 1,35 მილიონი დოლარის ყალბი ბანკნოტები აღმოაჩინა
ბულგარეთში პოლიციამ 1,35 მილიონი დოლარის ოდენობის ყალბი ბანკნოტები აღმოაჩინა. ფულის გაყალბების ბრალდებით დაკავებულია სამი მამაკაცი.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დაკავებულები ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის წევრები არიან. მამაკაცები ქალაქ ვარნაში დააკავეს.
რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა საბეჭდი მანქანები და ყალბი კუპიურების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ბულგარეთის პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა სტამბაში, სადაც ყალბი ფული იბეჭდებოდა. მაშინ სამართალდამცველებმა 14,3 მილიონი დოლარის ოდენობის ევროსა და დოლარის ყალბი ბანკნოტები აღმოაჩინეს.