ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის ფინალური მატჩი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება, – იტყობინება უეფა-ს პრესსამსახური. ამის შესახებ ცნობილი გახდა უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე, რომელიც დუბლინში გაიმართა.
მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი „რეალსა“ და „დორტმუნდს“ შორის 1 ივნისს ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ჩატარდება.
2024-25 წლების სეზონის ფინალს მიუნხენის „ალიანც არენა“ უმასპინძლებს.