ბუდაპეშტი 2026 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს #1TVSPORT
ბუდაპეშტი 2026 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის ფინალური მატჩი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება, – იტყობინება უეფა-ს პრესსამსახური. ამის შესახებ ცნობილი გახდა უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე, რომელიც დუბლინში გაიმართა.

მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი „რეალსა“ და „დორტმუნდს“ შორის 1 ივნისს ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ჩატარდება.

2024-25 წლების სეზონის ფინალს მიუნხენის „ალიანც არენა“ უმასპინძლებს.