მერაბ დვალიშვილის თქმით, აბუ დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ #1TVSPORT
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ აბუ დაბიში, RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ.
„სასტუმროს ფოიეში RAF-სთვის ინტერვიუს ვწერდი, როცა უსმანი და მისი მეგობრები მომეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს ცემა დაგვიწყეს. დაცვის წევრები მაჩერებდნენ, ფეხებით გვცემდნენ, როცა ძირს ვიწექით“, – ამბობს დვალიშვილი.
მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში ჭიდაობის ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში 14 ნოემბერს შეხვედრა მარლონ მორაესთან ელის.