საქართველოს ნაკრების მზადება

18:46, 11.11.2026

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის თამაშებისთვის ემზადება.

ეროვნულმა გუნდმა მესხის სახელობის სტადიონზე 22 ფეხბურთელით ივარჯიშა. დღეიდან მოსამზადებელ პროცესში ჩაერთვებიან საბა გოგლიჩიძე, გიორგი მიქაუტაძე, საბა საზონოვი და ნიკა გაგნიძე. გიორგი ქოჩორაშვილი უნგრეთთან მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს. ეროვნული ნაკრების დებიუტანტებს დღესვე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა,  სიმბოლური სანაკრებო საჩუქრები გადასცა.

მსგავსი