ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა – მშიშრების ხროვა ხართ, ამის გამო პასუხს აგებთ #1TVSPORT
UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
მერაბ დვალიშვილის თქმით, მას და მის მეგობარს ინტერვიუს დროს ზურგიდან დაესხნენ თავს. ქართველი მებრძოლის მტკიცებით, თავდასხმაში უსმან და უმარ ნურმაგომედოვებიც მონაწილეობდნენ.
„მშიშრების ხროვა ხართ. რაც გააკეთეთ, ამის გამო პასუხს აუცილებლად აგებთ. კაცების გარდა ყველაფერი ხართ“, – დაწერა თოფურიამ.
მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში RAF-ის ტურნირში მონაწილეობისთვის იმყოფება, ის 14 ნოემბერს მარლონ მორაესს უნდა დაუპირისპირდეს.