რომან დოლიძე მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა – ეს არც სპორტული საქციელია და არც სწორი #1TVSPORT

22:15, 11.11.2026

UFC-ს ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

ინციდენტი აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც დვალიშვილი RAF-ის ღონისძიების წინ ინტერვიუს წერდა. ქართველი მებრძოლის განცხადებით, მას და მის მეგობარს უსმან უმარ ნურმაგომედოვი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მოულოდნელად დაესხა თავს. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს.

„ვნახე ვიდეო, რაც მერაბს აბუ დაბიში გადახდა თავს, ეს ყოვლად მიუღებელია. ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. ეს არც სპორტული საქციელია, არც სწორი. ჩვენი ქართული ძალა ჩვენს ერთობაშია, სიმართლეშია“, – ამბობს რომან დოლიძე.

მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში RAF-ის ტურნირში მონაწილეობისთვის იმყოფება. 14 ნოემბერს ქართველი სპორტსმენი მარლონ მორაესს უნდა დაუპირისპირდეს.

მსგავსი