ლეგენდარული ინგლისელი სნუკერისტი რონი ო’სალივანი კარიერაში პირველად მოხვდა ტელეკომპანია BBC-ის ვერსიით „ბრიტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენის“ ნომინანტთა სიაში. მის გარდა, ამ პრესტიჟული ჯილდოსთვის იბრძოლებენ – ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1), სტიუარტ ბროდი (კრიკეტი), ჯორდან ჰენდერსონი (ფეხბურთი), ჰოლი დოილი (ცხენოსნობა) და ტაისონ ფიური (კრივი).
გამარჯვებული, რომელსაც 20 დეკემბერს გამოაცხადებენ, საყოველთაო გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება.
„როგორც ვიცით, ეს იყო უცნაური და უპრეცედენტო წელი, მაგრამ ჩვენ მაინც გაგვიმართლა, რადგან ბევრი სპორტული მიღწევა ვნახეთ. „წლის სპორტსმენის“ დაჯილდოვების 67-ე ცერემონია ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იქნება და მაყურებელს გაუჭირდება არჩევანის გაკეთება“, – განაცხადა BBC-ის სპორტული მიმართულების დირექტორმა ბარბარა სლეიტერმა.
ეს პრიზი 1954 წელს არის დაარსებული.