ბრიტანეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 12 872 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 65 ადამიანი
ბრიტანეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 12 872 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 65 ადამიანი

ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 12 872 შემთხვევა გამოვლინდა. „როიტერი“ წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსულ ინფექციას 65 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთში „კოვიდ-19“ 603 716 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 42 825 პაციენტი გარდაიცვალა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანა კორონავირუსის კრიზისის გარდამტეხ ეტაპზეა და ისტორიის განმეორების თავიდან ასარიდებლად, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ყველაზე მეტად ინგლისში იზრდება.