ბრიტანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით 113 ადამიანი გარდაიცვალა
ბრიტანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით 113 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 113 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გაერთიანებული სამეფოს საავადმყოფოებსა და მოხუცთა თავშესაფრებში კორონავირუსით, საერთო ჯამში, 38 489 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 115 725 ტესტი ჩატარდა და „კოვიდ-19“ 1936 ადამიანს დაუდასტურდა. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის სულ 276,156 შემთხვევაა დაფიქსირებული.