დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 113 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გაერთიანებული სამეფოს საავადმყოფოებსა და მოხუცთა თავშესაფრებში კორონავირუსით, საერთო ჯამში, 38 489 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 115 725 ტესტი ჩატარდა და „კოვიდ-19“ 1936 ადამიანს დაუდასტურდა. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის სულ 276,156 შემთხვევაა დაფიქსირებული.