ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმება აშშ-ის გადაწყვეტილებას, კიევისთვის Patriot-ის სისტემებისთვის 500 ერთეული ბალისტიკური რაკეტის შესყიდვის უფლების მიცემის შესახებ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, კიევისთვის Patriot-ის სისტემებისთვის PAC-3 ტიპის 500 ერთეული ბალისტიკური რაკეტის შესყიდვის უფლების მიცემის შესახებ.
უკრაინის ლიდერის განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ, შეთანხმების მიხედვით, რაკეტების მიწოდება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყება. ზელენსკის თქმით კი, უკრაინას რაკეტები ახლა სჭირდება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინის ენერგოსისტემებზე, თბომომარაგებასა და ხიდებზე მასირებული შეტევები დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ოქტომბრის ბოლო ორ კვირაში საკვანძო ენერგოობიექტებზე 30-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა.