31 ოქტომბერს გერმანიის 34 ქალაქში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი, ბერლინში ბრენდულმა მაღაზიებმა ვიტრინები აჭედეს და ობიექტების ადრე დაკეტვას გეგმავენ
ორგანიზატორების თქმით, აქციებში მონაწილეობას 160 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.
აქცია „Gen Z იღებს პასუხისმგებლობის“ მიერ არის ორგანიზებული. ისინი უკეთეს განათლებასა და საცხოვრებელი ხარჯების შემცირებას მოითხოვენ. ამასთან, ორგანიზატორები სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეწინააღმდეგებიან და განათლებაში უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას მოითხოვენ.
მედიის ცნობით, აქციები ბერლინში, მიუნხენში, ფრანკფურტსა და კიდევ ათობით ქალაქში გაიმართება. გერმანიის ხელისუფლების ვარაუდით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი აქციები, რომლებიც ჰელოუინის დღესასწაულს ემთხვევა, მეტწილად მშვიდობიანი იქნება.
ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიის ულტრამემარცხენე ექსტრემისტები და უცხოური ექსტრემისტული მოძრაობების ნაწილი ძალებს მობილიზაციისთვის აერთიანებენ.
მიმდინარე მოვლენების ფონზე ბერლინში მდებარე ბრენდულმა მაღაზიებმა ვიტრინები ფიცრებით აჭედეს და ობიექტების ჩვეულ დროზე ადრე დაკეტვას გეგმავენ.