ბრიტანეთში დააკავეს აზერბაიჯანელი ქალი, რომელმაც ლონდონის პრესტიჟულ მაღაზიაში 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა
ბრიტანეთში დააკავეს აზერბაიჯანელი ქალი, რომელმაც ლონდონის პრესტიჟულ მაღაზიაში 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა

ბრიტანულმა პოლიციამ დააკავა „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელის მეუღლე ზამირა ჰაჯიევა, რომელმაც ლონდონის პრესტიჟულ მაღაზია Harrods-ში 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

ზამირა ჰაჯიევა პირველია, ვის წინააღმდეგაც ლონდონმა ახალი ანტიკორუფციული კანონი აამოქმედა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს მრავალმილიონიანი ქონების წარმომავლობის დადასტურება მოსთხოვა.

ზამირა ჰაჯიევას ქმარი, „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი ჯაჰანგირ ჰაჯიევი სამშობლოში გაფლანგვის მუხლით 15-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის.

მედიის ცნობით, ზამირა ჰაჯიევა რამდენიმე დღის წინ დააკავეს და მას 400 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ძვირფასეულობა ჩამოართვეს.

ჰაჯიევა ამტკიცებს, რომ ის და მისი მეუღლე უდანაშაულოები არიან.