ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 118 ადამიანი გარდაიცვალა

01:03, 25.05.2020

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 118 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ბოლო დღე-ღამეში ბრიტანეთში გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 2409 ახალი შემთხვევა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გაერთიანებულ სამეფოში ვირუსი დაუდასტურდა სულ 259 559 ადამიანს. 36 793-მა დაავადება ვერ დაძლია.

მსგავსი