ინგლისის ქალაქ იორკში დასრულდა სნუკერში ბრიტანეთის ღია პირველობა, რომლის ფინალში შოტლანდიელი დინ ჯუნჰუ და შოტლანდიელი სტივენ მაგუაირი შეხვდნენ ერთმანეთს.
32 წლის ჩინელმა მაშინვე მოიპოვა ლიდერობა და პირველი სესიის შემდეგ 5:3 წაიყვანა ანგარიში. მას არც მეორე სესიაში დაუთმია უპირატესობა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. ფინალის საბოლოო ანგარიშია – 10:6. დინმა ეს ტურნირი მესამედ მოიგო.
ცნობისთვის, ჩინელმა მერვედფინალში ლეგენდარული რონი ო’სალივანი დაამარცხა.