ბრიტანელმა მამაკაცმა ნაგავსაყრელზე ჩერჩილის სიგარა, პორტსიგარი და ცილინდრი იპოვა.
იღბლიანი მოქალაქე დევიდ როუზი უკვე 15 წელია ნაგავსაყრელზე მუშაობს. ექსპერტების შეფასებით, მის მიერ ნაპოვნი ნივთების ღირებულება 10 ათასი ფუნტი სტერლინგია.
მან ასევე იპოვა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი ფოტო და ჩერჩილის პირადი მზარეულის 200 წერილი. ამ წერილებს მზარეული შვილს უგზავნიდა და პრემიერის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ უყვებოდა.
უინსტონ ჩერჩილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ- მინისტრის პოსტს 1940- 1945 წლებში იკავებდა. ასევე 1951-1955 წლებში.