ბრაზილიელმა ჟურნალისტმა დანი ალვეშის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა #1TVSPORT
ბრაზილიელმა ჟურნალისტმა დანი ალვეშის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა #1TVSPORT

ბრაზილიელმა ჟურნალისტმა პაულო ალბუკერკემ X-ის (ყოფილი „ტვიტერი“) სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა დანი ალვეშმა თავი მოიკლა.

ამ მომენტისთვის წამყვანი ბრაზილიური გამოცემები ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის იანვარში დანი ალვეშს ბარსელონას ღამის კლუბში გოგონას გაუპატიურების გამო ბრალი წაუყენეს. 20 იანვარს ფეხბურთელი საპყრობილეში მოათავსეს, მოგვიანებით კი ოთხწლინახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს.