ბრაზილიაში შეიარაღებული პირები ბანკში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს
ბრაზილიაში შეიარაღებული პირები ბანკში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს

ბრაზილიაში შეიარაღებული პირები ბანკში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. ბრაზილიური მედიის ცნობით, ერთ-ერთი მძევალი გარდაიცვალა, რასაც ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა.

უცნობია, კონკრეტულად რომელ ბანკს დაესხნენ თავს ბოროტმოქმედები. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

როგორც „ბიბისი“ წერს, თავდასხმა ქალაქ კამეტუში გვიან ღამით მოხდა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ინციდენტი მანამდე მოხდა ქალაქ კრისიუმიში, რა დროსაც თავდამსხმელებმა სოლიდური თანხა გაიტაცეს.

დაკავშირებულია თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან, ჯერ უცნობია.

ადგილობირივმა მედიამ უკვე შეადარა მომხდარი 1920-1930-იან წლებში ბრაზილიაში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც არაერთი ბანკი გაძარცვეს. 2019 წელს მხოლოდ სან პაულოში 14 ბანკი გაძარცვეს, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში, უკვე აღრიცხულია 14 ბანკის ძარცვა.

დატოვე კომენტარი