ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი
ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი

ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი. შემთხვევა ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ საუდადისში მოხდა.

„როიტერის“ ცნობით, საბავშვო ბაღში მაჩეტეთი შეიარაღებული 18 წლის მოზარდი შეიჭრა და სამ ბავშვსა და დაწესებულების ორ თანამშრომელს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, მოგვიანებით თავდამსხმელმა თავის მოკვლა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა დააკავეს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

სანტა კატარინას შტატში, სადაც ქალაქი საუდადისი მდებარეობს, მომხდარის გამო სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.