„ბრაიტონის“ 18 წლის თავდამსხმელი „მანჩესტერ სიტის“ სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
„ბრაიტონის“ ახალგაზრდა ფორვარდი ევან ფერგიუსონი, შესაძლოა, მალე „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში ვიხილოთ, – იუწყება Sky Sports-ი.
გამოცემის ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
ფერგიუსონს „ბრაიტონთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა „ბრაიტონის“ შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ი ევან ფერგიუსონის ღირებულებას ათ მილიონ ევროდ აფასებს.