ბორის ჯონსონმა კარანტინის დამრღვევი მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე უარი განაცხადა
ბორის ჯონსონმა კარანტინის დამრღვევი მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე უარი განაცხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კარანტინის დამრღვევი მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ჯონსონმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ მის მრჩეველ დომინიკ ქამინგსს კანონი არ დაურღვევია.

როგორც მანამდე ბრიტანულმა მედიამ გაარკვია, ჯონსონის მრჩეველი კარანტინის პერიოდში ლონდონიდან 400 კილომეტრში მდებარე დასახლებაში გაემგზავრა.

ჟურნალისტების ცნობით, ამ მგზავრობის პერიოდში ქამინგსი თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, რადგან მას და მის მეუღლეს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდათ.

მომხდარის გამო დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის წევრების ნაწილი ჯონსონს მრჩევლის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.

„მე ვესაუბრე დომინიკ ქამინგსს და მინდა, ვთქვა, რომ მას არ ჰქონდა სხვა ალტერნატივა. ის ბავშვებთან უნდა ჩასულიყო. ის მოქმედებდა ინსტინქტით, რომელიც ყველა მამას აქვს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.