ბორის ჯონსონი კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელებსა და მოხალისეებს მადლობას უხდის

12:51, 08.12.2020

დღეს გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაცია დაიწყო, – წერს „ტვიტერში“ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

ის​ კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელებსა და მოხალისეებს მადლობას უხდის.

„დღეს გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაცია დაიწყო. მადლობა ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას, ყველა მეცნიერს, რომელმაც ამდენი იმუშავა ამ ვაქცინის შემუშავებისთვის. მადლობა ყველა მოხალისეს და ყველას, ვინც სხვების დასაცავად წესებს იცავდა. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამას“, – წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერში“.

ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ პირველი ვაქცინა 90 წლის ბრიტანელ მარგარეტ ქენანს გაუკეთეს. მარგარეტ ქენანი ქალაქ კოვენტრიში 60 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და 86 წლამდე ადგილობრივ საიუველირო მაღაზიაში მუშაობდა.

მსგავსი