„ბოლონიამ“ მთავარ მწვრთნელად ვინჩენცო იტალიანო დანიშნა #1TVSPORT
„ბოლონიამ“ მთავარ მწვრთნელად ვინჩენცო იტალიანო დანიშნა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე გასულმა იტალიურმა „ბოლონიამ“ ახალ მთავარ მწვრთნელად ვინჩენცო იტალიანო დანიშნა.

46 წლის იტალიელი სპეციალისტის კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. მან თანამდებობაზე ტიაგო მოტა შეცვალა.

მოტამ სეზონის დასრულების შემდეგ შეთავაზება ტურინის „იუვენტუსიდან“ მიიღო და კარიერას იტალიური ფეხბურთის გრანდში გააგრძელებს.

რაც შეეხება ვინჩენცო იტალიანოს, ის 2021-2024 წლებში „ფიორენტინას“ ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ ითამაშა უეფა-ს კონფერენს ლიგის ფინალში და ორივეჯერ დამარცხდა.