„მანჩესტერ იუნაიტედმა” ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

22:18, 07.07.2024

„მანჩესტერ იუნაიტედი” ახლოს არის კონტრაქტის გაფორმებასთან „ბოლონიის“ ფორვარდთან, ჯოშუა ზირკზესთან.

როგორც გამოცემა The Athletic წერს, ინგლისურმა კლუბმა 23 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

ცნობილია, რომ “ბოლონიასთან” ზირკზეს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 40 მილიონი ევრო და იტალიური კლუბი ითხოვს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ეს თანხა სრულად გადაიხადოს.

2023-24 წლების სეზონში ზირკზემ 37 მატჩში 12 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ზირკზე ევრო 2024-ზე ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდია.

მსგავსი