ტიაგო მოტა ახლოსაა, ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT
ტიაგო მოტა ახლოსაა, ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა ახლოსაა, მომდევნო სეზონიდან ტურინის „იუვენტუსი“ ჩაიბაროს.

მოტას ხელშეკრულება ბოლონიელებთან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურება და იტალიის ნაკრების ყოფილი წევრი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.

თავის მხრივ, „იუვენტუსი“ ამჟამინდელ დამრიგებელს მასიმილიანო ალეგრის მალე დაემშვიდობება. იტალიური მედიის ცნობით კი, ტიაგო მოტასთან ტურინელები ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ.

ამ მომენტისთვის „ბოლონია“ იტალიის სერია A-ში მეოთხე ადგილს იკავებს და, შესაძლოა, მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს.