„იუვენტუსმა“ ტიაგო მოტასთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„იუვენტუსმა“ ტიაგო მოტასთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსმა“ კონტრაქტი შეათანხმა „ბოლონიის“ მთავარ მწვრთნელთან, ტიაგო მოტასთან, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, მხარეებმა მოილაპარაკეს სამწლიან თანამშრომლობაზე – 2027 წლის ივნისამდე. კონტრაქტი 2+1 სქემით გაფორმდება, წლიური ხელფასი კი 3.5 მილიონ ევროს გაუტოლდება. უახლოეს დღეებში მოტა თავის ამჟამინდელ კლუბს შეატყობინებს ტურინულ კლუბში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილებას.

ამ სეზონში „ბოლონიამ“ 60-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ტიაგო მოტა „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრის შეცვლის, რომელსაც სეზონის დასრულების შემდეგ დაითხოვენ პოსტიდან, მიუხედავად იმისა, რომ ტურინულმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ იტალიის თასი მოიგო.