ბოლო დღე-ღამეში საფრანგეთში კორონავირუსით 319 ადამიანი გარდაიცვალა

23:10, 28.03.2020

საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად ბოლო ერთ დღეში 319 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით „გარდიანი“ იუწყება.

საფრანგეთში კორონავირუსის შედეგად საერთო ჯამში 2 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც „გარდიანი“ იუწყება, ბოლო ერთი დღის ფატალური შემთხვევების რაოდენობა ამ დრომდე დაფიქსირებულ მაჩვენებლებში ყველაზე დიდია.

„გარდიანის“ ცნობით, საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 37 575-ს მიაღწია.

მსგავსი