საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად ბოლო ერთ დღეში 319 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით „გარდიანი“ იუწყება.
საფრანგეთში კორონავირუსის შედეგად საერთო ჯამში 2 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც „გარდიანი“ იუწყება, ბოლო ერთი დღის ფატალური შემთხვევების რაოდენობა ამ დრომდე დაფიქსირებულ მაჩვენებლებში ყველაზე დიდია.
„გარდიანის“ ცნობით, საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 37 575-ს მიაღწია.