ბოლნისის „სიონი“ შეუჩერებელია - სამბურთიანი გამარჯვება „შევარდენთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 2-ში მე-12 ტურის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა, სამივეში მასპინძლებმა გაიმარჯვეს და ვერც ერთში სტუმრებმა კარის აღება ვერ მოახერხეს.
სიონი – შევარდენი 1906 3:0
ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ გათამაშების ლიდერმა ბოლნისის „სიონმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. თბილისის „შევარდენის“ კარში ეფექტური გოლი გაიტანა ლაშა ქოჩლაძემ (22 წთ), მერე კი თავი გამოიჩინა გოგიტა გოგუამ (55), მესამე გოლი დათა სიჭინავას (90+1) ანგარიშზეა.
მერანი (მრ) – რუსთავი 2:0
მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე მარტვილის „მერანმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა და მე-12 წუთზე შეიკნე სილას პენალტით დაწინაურდა, საბოლოო ანგარიში კი 52-ე წუთზე ნიკა ხარაბაძემ დააფიქსირა 2:0.
გარეჯი – დინამო (ზგ) 3:0
საგარეჯოელებმა ზუგდიდის „დინამოსთან“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს – 30-ე წუთზე ნიკა ხინთიბიძემ ანგარიში გახსნა, 54-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა, 56-ე წუთზე თავი ნიკა ნოზაძემ გამოიჩინა და „გარეჯმა“ 3:0 მოიგო.
ეროვნული ლიგა 2. სატურნირო ცხრილი
გუნდი თ მ
1. სიონი 12 33
2. გაგრა 12 27
3. მერანი მრ 12 19
4. გარეჯი 12 17
5. ვიტ ჯორჯია 12 17
6. მერანი თბ 12 13
7. შევარდენი 12 13
8. დინამო ზგ 12 13
9. რუსთავი 12 11
10. ჩიხურა 12 5