ბიშოპი, ლეტანგი და ბენი - ჰოკეის ნაციონალური ლიგის დღის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) თავის ოფიციალურ საიტზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი ვარსკვლავი დალასის მეკარე ბენ ბიშოპი გახდა, რომელმაც ბაფალოსთან მატჩში 30 შაიბა მოიგერია (1:0).
მეორე საუკეთესოდ პიტსბურგის მცველი კრის ლეტანგი დასახელდა, მან ტამპასთან შეხვერდაში 2 (1+1)ქულა დააგროვა (4:2). 31 წლის პინგვინთა კანადელმა მცველმა 108-ე შაიბა გაიტანა კარიერაში და კლუბის რეკორდსმენი გახდა მცველთა შორის, პოლ კოფისთან ერთად.
მესამე ვარსკვლავი კი დალასის მოთამაშე ჯეიმი ბენია. მან ერთადერთი გოლი გაიტანა ბაფალოსთან მატჩში(1:0).