„ბილაინი“ - ამ ეტაპზე კომპანიის გაყიდვის შესახებ წინადადება არ არსებობს
„ბილაინი“ - ამ ეტაპზე კომპანიის გაყიდვის შესახებ წინადადება არ არსებობს

მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „ბილაინის“ გაყიდვის შესახებ წინადადება ამ ეტაპზე  არ არსებობს. ამის შესახებ პირველ არხს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, სოფო ბალავაძემ განუცხადა.

„ბილაინი“ ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას და 1.3 მილიონი მომხმარებლის მომსახურებას 350-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად. 2018 წელი კომპანიამ წარმატებით დაასრულა და განახორციელა 21 მილიონი ლარის ინვესტიცია ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარებაში და უფრო დიდ ინვესტიციას განახორციელებს 2019 წელს. „ბილაინი“ დიდი ჯგუფის ნაწილია და როგორც ნებისმიერი სხვა ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა. ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია. ამ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობს. კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის“, – განაცხადა ბალავაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, „ბილაინი“ ამ ეტაპზე ტარიფების გადახედვას არ გეგმავს.

კომპანია „ბილაინს“ პრინციპში, საქართველოს ბაზრიდან გასვლა გადაწყვეტილი აქვს, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.