„ბიბისი“ - სამედიცინო ექსპერტიზამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯორჯ ფლოიდი მოკლულია
„ბიბისი“ - სამედიცინო ექსპერტიზამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯორჯ ფლოიდი მოკლულია

„ბიბისის“ ცნობით, მინესოტის სამედიცინო ექსპერტიზამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯორჯ ფლოიდი მოკლულია. ამის შესახებ საუბარია ანგარიში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აფროამერიკელ მამაკაცს გული გაუჩერდა, მას შემდეგ, რაც ის მინეაპოლისის პოლიციელებმა დააკავეს. კერძოდ, სიკვდილი გამოიწვია „კისრის არეში დაწოლამ“.

როგორც „ბიბისი“ წერს, ეს ნიშნავს რომ ოფიციალური ექსპერტიზა, ფაქტობრივად, ეთანხმება ოჯახის დაკვეთით ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას, რომ ფლოიდი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა.

სამედიცინო ექსპერტის ოფიციალურ დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ფლოიდს ჰქონდა გულის დაავადებები, მათ შორის, „ათეროსკლეროზული და ჰიპერტონიული დაავადებები“ და ასევე, გამოვლინდა ინტოქსიკაცია ფენტანილისა და მეტამფეტამინის გამოყენებით.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.