„ბიბისი“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კრეისერ „მოსკვაზე“ დაიღუპა ერთი ადამიანი, დაკარგულად ითვლება 27
„ბიბისი“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კრეისერ „მოსკვაზე“ დაიღუპა ერთი ადამიანი, დაკარგულად ითვლება 27

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრეისერ „მოსკვაზე“ დაიღუპა ერთი ადამიანი, დაკარგულად ითვლება 27. ინფორმაციას „ბიბისი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოაქვეყნა დაზუსტებული ინფორმაცია კრეისერ „მოსკვას“ ეკიპაჟის შესახებ, რომელიც 14 აპრილს ჩაიძირა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, 27 კი, დაკარგულად ითვლება, ხოლო დანარჩენი 396 ადამიანი გემიდან ევაკუირებული იქნა და სევასტოპოლში გადაიყვანეს.

„ბიბისის“ ცნობით, რუსეთის თავდაცვის უწყება თავის განცხადებაში იმეორებს ოფიციალურ ვერსიას, რომ კრეისერზე ხანძარი გაჩნდა, რამაც საბრძოლო მასალის აფეთქება გამოიწვია, თუმცა ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არაფერია ნათქვამი.

„ბიბისის“ ინფორმაციით, უკრაინის ოფიციალური პირები აღნიშნავდნენ, რომ რუსეთის კრეისერის წინააღმდეგ უკრაინული რაკეტები „ნეპტუნი“ იქნა გამოყენებული.

„ბიბისის“ ინფორმაციით, კრეისერზე ბევრი წვევამდელი მსახურობდა, რომელთა მშობლებმა მედიასთან საუბარში თქვეს, რომ მათ შესახებ ოფიციალურად არაფერს ეუბნებიან.