„ბიბისი“ - ირანში მამამ 14 წლის ქალიშვილი სახლიდან შეყვარებულთან ერთად გაპარვის გამო მოკლა
„ბიბისი“ - ირანში მამამ 14 წლის ქალიშვილი სახლიდან შეყვარებულთან ერთად გაპარვის გამო მოკლა

ირანში მამამ 14 წლის ქალიშვილი სახლიდან შეყვარებულთან ერთად გაპარვის გამო მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ინციდენტი გილანის პროვინციაში მოხდა. 14 წლის რომინა აშრაფი 35 წლის შეყვარებულთან ერთად მას შემდეგ გაიქცა, რაც გოგონას მამამ მათ დაქორწინებაზე უარი განაცხადა. წყვილი პოლიციამ დააკავა და გოგონა სახლში დააბრუნეს. მოზარდმა პოლიციას უთხრა, რომ სახლში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. თუმცა, მათ გადაწყვეტილება არ შეცვალეს.

ირანული მედიის ცნობით, „მამამ შვილი საძინებელში მოკლა. მან გოგონას ნამგლის გამოყენებით თავი მოკვეთა“. მომხდარს ირანში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გოგონას მკვლელობა დაგმეს.

მკვლელობაში ბრალდებული მამა უკვე დააკავეს. „ბიბისის“ ცნობით, ირანში მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც არასრულწლოვანი მშობლების მიმართ სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებს, თუ დანაშაული „ოჯახის ღირსების დაცვის“ მოტივითაა ჩადენილი, მას 10 წლით პატიმრობა ემუქრება.