შვედურ ქალაქ ოსტერსუნდში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე ქალებში 7.5 კმ-ზე სპრინტი გაიმართა.
რბოლა იტალიელმა დოროტეა ვირერმა მოიგო, მეორე ადგილზე ნორვეგიელი მარტა ოლსბუ-როსელანდი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი ჩეხმა მარკეტა დავიდოვამ მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ქალების რბოლამდე მამაკაცების სპტინტი 10 კმ-ზე გაიმართა, რომელიც დამაჯერებლად ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოიგო.
დღეს და ხვალ ოსტერსუნდში მსოფლიო თასზე დასვენებაა.