ბიატლონი - მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს
ბიატლონში მსოფლიო თასის ექვსი ეტაპის შემდეგ, კაცების საერთო ჩათვლაში ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს – მის ანგარიშზე 836 ქულაა.
მეორე ადგილს 554 ქულით ფრანგი მარტენ ფურკადი იკავებს, მესამეზე კი რუსი ალექსანდრ ლოგინოვია (548).
ქალების საერთო ჩათვლაში 632 ქულით იტალიელი ბიატლონისტი დოროტეა ვირერი ლიდერობს, მეორე ადგილზე ასევე იტალიელი ლიზა ვიტოცია (598 ქულა), მესამე ადგილს კი ნორვეგიელი მარტე ოლსბუ როისელანდი იკავებს, რომლის ანგარიშზეც 508 ქულაა.