ნორვეგიულ ქალაქ ჰოლმენკოლენეში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპზე ბიატლონში ორი ასპარეზობა გაიმართა – მას-სტარტი კაცებში 15კმ-ზე და მას-სტარტი ქალებში 12.5კმ-ზე.
კაცებში, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველობა ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ არავის დაუთმო, მეორე-მესამე ადგილები კი გერმანელებმა, ფაიფერმა და დოლმა დაიკავეს.
ქალების რბოლა ძალიან დაძაბული გამოდგა, სადაც ყველას შვედმა ჰანა ობერგმა აჯობა, მეორე ადგილი ნორვეგიის წარმომადგენელმა ეკჰოფმა მოიპოვა, მესამეზე კი ამერიკელი ეგან კლარი გავიდა.