ბერლინის „უნიონში“ ქალი მწვრთნელი იმუშავებს - ეს პირველი შემთხვევაა ბუნდესლიგის ისტორიაში #1TVSPORT
ბერლინის „უნიონის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა გუნდის სამწვრთნელო შტაბის შეცვლის შესახებ. ურს ფიშერის ნაცვლად, ბერლინელთა ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა მარკო გროტე, ხოლო მის გუნდში შევიდა 32 წლის მარი-ლუიზა ეტა.
როგორც ბუნდესლიგის პრესსამსახური იტყობინება, ეტა პირველი ქალი მწვრთნელი გახდა ტურნირის ისტორიაში.
გერმანიის ჩემპიონატის 11 ტურის შემდეგ „უნიონი“ ექვსი ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.