„ლევერკუზენის“ სპორტულმა დირექტორმა ჩაბი ალონსოს მომავლის შესახებ ისაუბრა #1TVSPORT
„ლევერკუზენის“ სპორტულმა დირექტორმა ჩაბი ალონსოს მომავლის შესახებ ისაუბრა #1TVSPORT

„ლევერკუზენის“ სპორტულმა დირექტორმა, სიმონ როლიფესმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს მომავლის შესახებ ისაუბრა. 42 წლის ესპანელი სპეციალისტი, რომლის გუნდიც ბუნდესლიგაში ბრწყინვალე სეზონს ატარებს, არაერთი ევროპული გრანდის სატრანსფერო სამიზნეა.

„ამ ყველაფერს მშვიდად და ოპტიმისტურად ვუყურებ. მწვრთნელისთვის მთავარია, რომ კლუბში თავს კომფორტულად გრძნობდეს და იცოდეს, რომ სწორ დროს სწორ ადგილზე მოხვდა. ეს თავად ჩაბისაც არაერთხელ უთქვამს“, – განაცხადა „ლევერკუზენის“ სპორტულმა დირექტორმა.

ჩაბი ალონსომ „ლევერკუზენი“ 2022 წელს ჩაიბარა. გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს სწორედ ჩაბი ალონსოს გუნდი ლიდერობს და უახლოეს მდევარს, მიუნხენის ბაიერნს რვა ქულით ასწრებს.