ბერლინის აეროპორტებში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ
ბერლინის აეროპორტებში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

ბერლინის აეროპორტებში პერსონალის გაფიცვის გამო, რეისები გადაიდო. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვა ტეგელისა და შონეფილდის აეროპორტებში დღეს დაიწყო.

როგორც აეროპორტების ოპერატორი კომპანია იუწყება გაფიცვა რამდენიმე საათს გაგრძელდება, ამიტომ მგზავრებს ურჩევენ, წინასწარ გაეცნონ რეისების განახლებულ განრიგს.

სულ გაფიცვის გამო, შესაძლოა, გადაიდოს 80 ავიარეისი. როგორც პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, შონეფილდის აეროპორტში მგზავრების რეგისტრაცია ვერ ხორციელდება.

აქციის 300-მდე მონაწილე ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.