ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | პარიზის ოლიმპიადაზე დღეს რობერტ კობლიაშვილი იასპარეზებს #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ხალიჩაზე პირველი რობერტ კობლიაშვილი (97კგ) გავა. ქართველი მოჭიდავე დღეს მერვედფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ აბუბაკარ ხასლახანაუს დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში კი რობერტის მეტოქე მეოთხედფინალში ეგვიპტელ მუჰამედ გაბრსა და სერბეთის სახელით მოასპარეზე მიხეილ ქაჯაიას შორის გამარჯვებული იქნება.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის პრიზიორია. კონტინენტის პირველობებზე ქართველს სამივე სინჯის თითო მედალი აქვს მოპოვებული.
კობლიაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ იასპარეზებს – 2016 წელს რიოში მან მეცხრე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიურ თამაშებზე დღეს წინასწარი შეხვედრები 13:00 საათიდან დაიწყება.